Cat6/Cat6A სტრუქტურირებული კაბელირება
ქსელის მონტაჟი იწყება ობიექტის გეგმის, საკაბელო ტრასების, სამუშაო წერტილებისა და აქტიური მოწყობილობების შეფასებით. სწორი კატეგორიის კაბელი შეირჩევა საჭირო სიჩქარის, ხაზის სიგრძისა და გარემო პირობების მიხედვით.
ყველა პორტს ვასრულებთ patch panel-ზე, ვაკეთებთ მარკირებასა და ტესტირებას, რათა ქსელის მართვა, დიაგნოსტიკა და შემდგომი გაფართოება მარტივი იყოს.
- Cat6/Cat6A სპილენძის კაბელისა და ოპტიკური uplink-ის დაგეგმვა
- ქსელური როზეტების, patch panel-ისა და rack-ის მონტაჟი
- კაბელების ორგანიზება და ორივე ბოლოს გასაგები მარკირება
- თითოეული ხაზის ტესტირება და ჩაბარების დოკუმენტაცია